დღეს ჟენევაში ვაგრძელებთ მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მუშაობას, ორმხრივი შეხვედრა დაიწყო ამერიკულ დელეგაციასთან. ამის შესახებ უკრაინული დელეგაციის მეთაური, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ჟენევაში ვაგრძელებთ მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მუშაობას. ორმხრივი შეხვედრა დაიწყო ამერიკულ დელეგაციასთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.
უკრაინის მხრიდან დღეს დელეგაციაში შემომიერთდნენ დავით არახამია, ოლექსი სობოლევი და დარინა მარჩაკი.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად დეტალურად ვიმუშავებთ კეთილდღეობის პაკეტზე: უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერისა და აღდგენის მექანიზმებზე, ინვესტიციების მოზიდვის ინსტრუმენტებზე, გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩარჩოებზე.
დამატებით, დავითთან ერთად განვიხილავთ სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მომზადებას, რომელშიც რუსული მხარეც იქნება - საჭიროა პოზიციების სინქრონიზება ამ ეტაპამდე.
მნიშვნელოვანი საკითხია ჰუმანიტარული მიმართულება და შესაძლო გაცვლების საკითხი. კონკრეტულ შედეგებს მოველით ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე ვართ ფოკუსირებული,” - წერს უმეროვი.