უკრაინაში რუსეთის მხრიდან განხორციელებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ზუსტად 4 წელი გავიდა. მიუხედავად ამ დროის გასვლისა, საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. ოფიციალური კიევი საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროებას უსვამს ხაზს, ხოლო დასავლეთის ქვეყნები უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. ომის მე-4 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოლიდარობის აქციები და მემორიალური ღონისძიებები გაიმართა. რა ვითარებაა დღეს ფრონტზე და როგორ აფასებენ ამ პროცესს საერთაშორისო ასპარეზზე?