ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიები აირჩიეს - რა გეგმები აქვს ოპოზიციას? - Palitra News

ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიები აირჩიეს - რა გეგმები აქვს ოპოზიციას?

2026-02-24 21:35:45+04:00

ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიები აირჩიეს. მათი ნაწილი დამოუკიდებლად პოზიციონირებას გეგმავს, ნაწილი კი გაერთიანებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე გაერთიანებას უნდობლობას უცხადებენ პარტიები „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო ძლიერი საქართველო“ - მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამომრჩეველს დამოუკიდებელ ალტერნატივას შესთავაზებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები აცხადებენ, რომ ძირითადი პრინციპები უკვე შეთანხმებულია და დოკუმენტი მალე გასაჯაროვდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ ყველასთან, გარდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის მხარდამჭერებისა. რა გეგმები აქვს ოპოზიციას?