„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპირო მიმართულებით შეცვალა - ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშის პროექტში, რომელსაც ხვალ, 25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა ცხრავე პრიორიტეტის შესრულებაში, რაც კანდიდატის სტატუსის პირობად იყო განსაზღვრული. ანგარიშში ასევე წერია, რომ ევროინტეგრაციის პრიორიტეტად გამოცხადება აბსურდულია მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ. კიდევ რა წერია დოკუმენტში და როგორ ეხმაურებიან მას საქართველოში?