ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე დისკუსია გრძელდება - რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები? - Palitra News

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე დისკუსია გრძელდება - რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები?

2026-02-24 21:08:18+04:00

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე დისკუსია გრძელდება. პაკეტი მოიცავს ახალ ზომებს რუსული ნავთობის, იმ პორტებისა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ემსახურებიან. საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ სანქციების პაკეტში ყულევის დასანქცირებაზე კონკრეტული წინადადებაც იყო წარმოდგენილი, თუმცა უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტო-ს გამო ის ვერ დამტკიცდა. ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელეარხის, იმედისა და პოსტივის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მთავარ არგუმენტად კი დეზინფორმაციის გავრცელებაა დასახელებული. რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები?