ე.წ. საბოტაჟის საქმეზე რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა - Palitra News

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა

2026-02-23 21:10:44+04:00

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ გადაწყვეტილება დარბაზში წესრიგის დარღვევით ახსნა. საქმეში ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ელენე ხოშტარია.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მისი საჯარო განცხადებები მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. გარდა ამისა, სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მას ასევე ჩამოერთვა პასპორტი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.