აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი.„ჯარედთან ერთად ორივე მხარეს რამდენიმე წინადადება წარვუდგინეთ, რომელიც მათ მომდევნო სამ კვირაში ერთად შეკრებს და შესაძლოა, ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის სამიტითაც კი დასრულდეს“, - აღნიშნა უიტკოფმა.მისი თქმით, სამიტს, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწროს.„შესაძლოა, ეს იყოს სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ [დონალდ ტრამპის] მონაწილეობით. უნდა ვთქვათ, რომ მას არ სურს შეხვედრაზე მოსვლა, თუ არ იგრძნობს, რომ შეუძლია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საუკეთესო შედეგის მიღება. და თქვენ იცით, რომ მას ამის გაკეთების უნიკალური უნარი აქვს. იმედია, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს გაიგებთ“, - განაცხადა უიტკოფმა.