რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ლოგისტიკური კომპანიების ნაწილი გაჩერდება, დილერების უმეტესობა კი უმუშევარი დარჩება., საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.