ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა.არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე. მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს მსახიობებმა: კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა. მათ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში იდენტური ტექსტები გამოაქვეყნეს. ყველა მათგანის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თეატრის ფასადიდან, აქციების დროს დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება. ამ წუთებში მსახიობები ფილარმონიასთან იკრიბებიან და პარლამენტისკენ დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდებიან.