ამ წუთებში ფილარმონიასთან მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ. პროტესტის ერთ-ერთი საგანი უმაღლესი განათლების რეფორმაა. მსვლელობამდე აკდემიური სფეროს წარმომადგენლებმა ილიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ეზოებში განცხადებები წაიკითხეს. ისინი რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ, ამბობენ, რომ რეფორმა არაერთ ხარვეზს მოიცავს და აკადემიურ თავისუფლებას ზღუდვას. ქართული ოცნებაში აცხადებენ, რომ რეფორმა სწორი და ლოგიკურია და ამ დრომდე ვერ მოისმინეს არგუმენტები, რომელიც ცვლილებების უარყოფით მხარეს დაასაბუთებდა.