ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღებისთვის დაკავებულ ივანე გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა. ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება ბრალს, რომ ის საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, რადგან ამ პროდუქციით მოწამვლის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება გამოძიების მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალას, სადაც საწარმოში არსებული სანიტარული ნორმები ჩანს, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.