ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების საკითხზე დაწყებული კონსულტაციების ფონზე, პარტია ლელო ძლიერი საქართველო აცხადებს, რომ ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან კოორდინაციისთვის კონკრეტულ ეროვნულ საკითხებზე, თუმცა უნდობლობას უცხადებენ გაერთიანებასა და დოკუმენტების ხელმოწერას. . პარალელურად ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობს, ნაციონალურ მოძრაობაში სჯერათ, რომ ერთიანობის გარეშე არცერთ პოლიტიკურ გუნდს ცალკე გამარჯვების მოპოვება არ შეუძლია.