ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან განათლების რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ფართო საზოგადოებრივ განხილვასა და სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ - Palitra News

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან განათლების რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ფართო საზოგადოებრივ განხილვასა და სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ

2026-02-20 20:59:02+04:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან განათლების რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ფართო საზოგადოებრივ განხილვასა და სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ. უნივერსიტეტთან ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია-ლექცია, სადაც სიტყვით გამოდიან პროფესორები და სტუდენტები. დღევანდელი განხილვის მთავარი თემა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე რეფორმის შესაძლო უარყოფითი გავლენაა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეფორმამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნას სასწავლო და კვლევითი პროცესისთვის, რის გამოც პროცესის გადახედვასა და დიალოგის გაღრმავებას ითხოვენ.