ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს - Palitra News

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს

2026-02-20 20:56:19+04:00

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მომდევნო თვეებში ოჯახები სპეციალური პროგრამის მიხედვით შემოწმდებიან და პრიორიტეტი მიენიჭება შემთხვევებს, სადაც არსებობს ეჭვი, რომ დახმარების კრიტერიუმები აღარ სრულდება. ერთ-ერთ ინდიკატორად ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 2 000 ლარის შემოსავალი სახელდება, თუმცა მინისტრი განმარტავს, რომ ეს ავტომატურად სტატუსის გაუქმებას არ ნიშნავს და მხოლოდ დამატებითი შეფასების საფუძველია. სამინისტროს თქმით, მიზანი რესურსების უფრო ეფექტიანი გადანაწილებაა.