მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეების მიერ „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნის” გამო პატიმრობას ითვალისწინებს - Palitra News

მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეების მიერ „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნის” გამო პატიმრობას ითვალისწინებს

2026-02-19 21:32:30+04:00

მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირეს საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ისინი ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ „ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნისთვის”.საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები არიან: ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს: საქართველოს კანონი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს კანონი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.კონკრეტულად კი - შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ე) ქვეპუნტი: 2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები;“მოქალაქეები დავობენ, რომ მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება; ასევე, ისინი უთითებენ კონსტიტუციის მეცხრე მუხლს - ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და იცავს სახელმწიფო. ასევე, სარჩელში მითითებულია კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.