რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა დირექტორმა რუსთავის ციხე გუშინ დატოვა. ადვოკატები ადასტურებენ, რომ ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მორიგება შედგა, თუმცა საპროცესო გარიგების პირობები ამ დრომდე არ საჯაროვდება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს მართლმსაჯულების სისტემის დამოკიდებულებას ერთი ადამიანის ნებაზე.