ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისას ევროკავშირი საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებს - Palitra News

ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისას ევროკავშირი საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებს

2026-02-19 20:28:30+04:00

ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისას ევროკავშირი საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელია რუსეთმა აგრესიულ პოლიტიკაზე უარი თქვას და ვალდებულებები შეასრულოს. „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, დიდია ალბათობა, ევროკავშირმა მოსკოვისგან საქართველოდან ჯარების გაყვანაც მოითხოვოს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების შეფასებით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია.