აკადემიურ წრეებში განათლების ახალი რეფორმის გამო პროტესტი არ ცხრება. რეფორმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები კვოტირებისა და პროგრამების ტერიტორიული გადანაწილების პრინციპის გაუქმებას ითხოვენ. მათივე განმარტებით, შეზღუდვები სტუდენტთა არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს. საპირისპიროს ამტკიცებენ სამინისტროში - რეფორმის ავტორების განმარტებით, ეს ერთადერთი გზაა რესურსების ოპტიმიზაციისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად. მიუხედავად ოფიციალური პოზიციისა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეფორმის ამჟამინდელი მოდელი უმაღლესი განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახება.