ბრძოლა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ, შრომის ბაზარი, სოციალური პირობები და დემოგრაფიული გამოწვევები - საპარლამენტო ტრიბუნიდან, დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო. ირაკლის კობახიძის თქმით, გასული 12 თვის განმავლობაში გააძევეს იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. პრემიერის თქმით, გეგმის მიხედვით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერება, მთავრობის პრიორიტეტი იქნება. პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია - რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს და რა პასუხები აქვს მთავრობის მეთაურს?!