ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა - Palitra News

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

2026-02-18 20:51:46+04:00

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შედეგებს მიმოიხილავს. შეფასებულია პოლიციის მიერ დაკავებული პირების, მათ შორის, 2024 წლის 29 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებულების მიმართ, მოპყრობა და დაცვის საშუალებები. დელეგაციამ ასევე შეისწავლა რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პირობები. დელეგატებმა ყურადღება გაამახვილეს მკურნალობაზე, საცხოვრებელ პირობებსა და იძულებითი ჰოსპიტალიზაციის სამართლებრივ დაცვაზე. რა პრობლემები იდენტიფიცირდა ვიზიტისას, როგორია რეკომენდაციები და შეფასებები?!