ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორშია გადაყვანილი - რას აცხადებენ უფლებადამცველები?! - Palitra News

ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორშია გადაყვანილი - რას აცხადებენ უფლებადამცველები?!

2026-02-18 20:50:29+04:00

ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორშია გადაყვანილი. საქმე, რომელიც 20 ტომისგან შედგება, ქოლ-ცენტრების მორიგ მასშტაბურ დანაშაულს ეხება. ოთარ ფარცხალაძე, გიორგი და დავით მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის საქმეში ფიგურირებენ. გამოძიების თანახმად, 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9 მილიონ ნახევარი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს და დანაშაულებრივი ჯგუფის არ არსებობაზე საუბრობს. ჟურნალისტი, იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, რომ საქმის ზოგიერთ ფიგურანტს არც იცნობს. ჟურნალისტი დაკავებას სხვადასხვა საქმეზე მის აქტიურობას უკავშირებს. რას წერს ელისო კილაძე წერილში და რას აცხადებენ უფლებადამცველები?!