ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა - Palitra News

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა

2026-02-17 19:34:31+04:00

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.