თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე დაზიანებული მოაჯირებისა და ფრაგმენტების აღდგენას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება.„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.