საგარეო უწყების ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში - Palitra News

საგარეო უწყების ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში

2026-02-15 17:29:38+04:00

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.