განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყანაში პროტესტი გრძელდება - Palitra News

განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყანაში პროტესტი გრძელდება

2026-02-14 15:19:57+04:00

განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ ფაკულტეტების შესაძლო გაუქმება უნივერსიტეტის აკადემიურ თავისუფლებასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. მათივე განმარტებით, აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად ცვლის არსებული სტრუქტურის ფუნქციონირებას და ზღუდავს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.

პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი ითხოვს ამ ინიციატივის გადახედვასა და პროცესში უნივერსიტეტის საზოგადოების სრულფასოვან ჩართვას. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ცვლილებები სათანადო საჯარო განხილვის გარეშე მომზადდა და საფრთხეს უქმნის სასწავლებლის დაგროვილ გამოცდილებასა და ავტონომიას.