უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა ექსპერტი, რომელიც ადგილზე შეისწავლის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს. საუბარია იმ მექანიზმზე, რომელსაც წევრი სახელმწიფოები იყენებენ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების შესაძლო დარღვევების შესაფასებლად. პროცესში ჩართულია ეუთო/ოდირიც. ოპოზიციის შეფასებით, მიმდინარე მოვლენებისა და ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, დასკვნა შესაძლოა კრიტიკული იყოს. მათი თქმით, კვლევაში აისახება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ განხორციელებული ქმედებები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო შეფასება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.