„ქართული ოცნება“ აკრიტიკებს გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის ბოლო ინტერვიუში მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჰერჩინსკის შეფასებები არარელევანტურია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორმხრივი ურთიერთობების დაძაბვაზე პასუხისმგებლობა სწორედ გერმანელ დიპლომატს ეკისრება. უმრავლესობა შესაძლო სანქციების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ გზით საქართველოს ვერ დააშინებენ.