საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა და გრანტების კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სივრცესა და ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებს. ამავდროულად, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის მიმდინარე წლის მარტიდან ვიზალიბერალიზაცია შეაჩერა. „ქართულ ოცნებაში“ ამას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ, ოპოზიციაში კი არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესი საქართველოს სხვა მოქალაქეებზეც გავრცელდეს.