„ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ბრიფინგს რამდენიმე საათში გამართავს - Palitra News

„ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ბრიფინგს რამდენიმე საათში გამართავს

2026-02-11 21:00:13+04:00

„ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ბრიფინგს რამდენიმე საათში გამართავს. ვიდრე მომხსენებლები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მოსაზრებებს გაცვლიან, იქამდე, საკუთარ მოლოდინებზე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საუბრობენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ობიექტური მსჯელობის მოლოდინი არ აქვს. აცხადებენ, რომ ჰელსინკის კომისია კონკრეტული დღის წესრიგით მოქმედებს, რომელიც საქართველოსთან მიმართებით, დეზინფორმაციაზეა აგებული. იმას, რასაც ქართული ოცნება პოლიტიკურ თუ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, სიცრუეს უწოდებს, ობიექტური რეალობაა ოპოზიციისთვის. რა განცხადებები კეთდება საქართველოში ბრიფინგის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე?!