ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას - Palitra News

ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას

2026-02-11 18:54:45+04:00

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია საქართველოში დღეს იწყებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო/ოდირი ავრცელებს.

“საქართველოზე ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია დღეს [11 თებერვალს] იწყებს მუშაობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ეუთო-ს 23-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით “მოსკოვის მექანიზმი” 29 იანვარს აამოქმედა, “რათა შეფასდეს საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ფოკუსით 2024 წლის შემოდგომიდან მოვლენებზე”.