აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ილჰამ ალიევთან შეზღუდული ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე ჯეი დი ვენსი სომხეთში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მხარეებმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მედიის ცნობით, განხილული იყო უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებიც.