მმართველი გუნდი ფასების რეგულირების საკითხს სამთავრობო და საპარლამენტო ფორმატებში განიხილავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელების განვითარება საერთაშორისო პრაქტიკაა. თუმცა ინიციატივას მმართველი გუნდის ოპონენტები აკრიტიკებენ. „ფასები გვახრჩობს“ — ამ სახელწოდებით 14 თებერვალს თბილისში საპროტესტო მარში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა მოსახლეობის გაღატაკებასა და ქვეყნის იზოლაციას იწვევს.