მიხეილ ყაველაშვილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართულ მიღებაზე ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები? - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართულ მიღებაზე ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები?

2026-02-10 20:48:43+04:00

კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ვიცე-პრეზიდენტთან. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონისგან ურთიერთობების გადატვირთვას ელოდებიან. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ რეალური შეხვედრა არ გამართულა და კონტაქტი მხოლოდ ფორმალურ და შემთხვევით მისალმებას წარმოადგენდა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების ფონზე, აშშ-ის მხრიდან პოლიტიკის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია.