კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციის საჯაროდ არაღიარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების საკითხი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. მეორე მოსმენისთვის დაზუსტდება დასჯადი ქმედებების ფორმულირება და სანქციები. მმართველი პარტიის განმარტებით, საუბარია არა ინდივიდებზე, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების აღიარებაზე. ხელისუფლება ინიციატივას კონსტიტუციური წესრიგის დაცვით ხსნის, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ცვლილება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და ლეგიტიმაციის მოპოვებას რეპრესიული მეთოდებით ცდილობს.