სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის 12-დღიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება გააუქმა - Palitra News

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის 12-დღიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება გააუქმა

2026-02-10 20:46:30+04:00

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის 12-დღიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება გააუქმა. როგორც ცნობილია, სტუ „წმინდა ტექნიკურ“ სასწავლებლად ჩამოყალიბდება. მიღებული გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესტექნოლოგიების პროგრამები ეტაპობრივად შეწყდება. როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანი აკადემიური პერსონალის მაქსიმალური შენარჩუნებაა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლის მიუხედავად, უნივერსიტეტების შენობების გასხვისების საფრთხე კვლავ რჩება.