აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა - Palitra News

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა

2026-02-10 16:25:33+04:00

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა. მანამდე, ჯეი დი ვენსი სომხეთში იმყოფება, სადაც ის გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმებაც გააფორმეს, რომელსაც აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს.