„ფასები გვახრჩობს“ - ამ სახელწოდებით, 14 თებერვალს, დედაქალაქში მარში გაიმართება - Palitra News

„ფასები გვახრჩობს“ - ამ სახელწოდებით, 14 თებერვალს, დედაქალაქში მარში გაიმართება

2026-02-10 16:24:30+04:00

„ფასები გვახრჩობს“ - ამ სახელწოდებით, 14 თებერვალს, დედაქალაქში მარში გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ქართული ოცნება განვითარებული სამყაროსგან სრული იზოლაციისა და მოსახლეობის გაღატაკებისკენ მიმართულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა აუტანელი სიდუხჭირის ზღვარზე იმყოფება. ამავე დროს ფასების რეგულირების მიზნით უმრავლესობა სამთავრებო და საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში მუშაობას განაგრძობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება მიღებული პრაქტიკაა. ხელისუფლება შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში ამ გზასაც მიმართავს.