ჩინეთიდან ევროპისკენ სატრანსპორტო მარშრუტზე საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის კვლევაშია აღნიშნული. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებაზე, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კვლევის მიხედვით, პორტის ამოქმედება საქართველოს საზღვაო შესაძლებლობებსა და შუა დერეფანში მის როლს გააძლიერებს. ასევე ხაზგასმულია ბათუმისა და ფოთის პორტების მოდერნიზაციის საჭიროება.