საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა - Palitra News

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

2026-02-09 22:11:34+04:00

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, მელიამ მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ შემთხვევა 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სხდომაზე მოხდა. ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.