მილანში ოლიმპიურ სოფელთან საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა - Palitra News

მილანში ოლიმპიურ სოფელთან საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

2026-02-08 12:06:26+04:00

მილანში ოლიმპიურ სოფელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, შაბათს საღამოს მილანში, ოლიმპიური სოფლის მახლობლად გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მსვლელობის ბოლოს პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეების მცირე ჯგუფს შორის შეტაკებები მოხდა.დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები ესროლეს, ხოლო პოლიციელებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.შეტაკებების დროს პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.მილანში დემონსტრანტები საცხოვრებელი ხარჯების გაზრდას, გარემოზე ოლიმპიური თამაშების გავლენას და ქალაქში აშშ-ის დელეგაციის თანმხლები, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ყოფნას აპროტესტებენ.