დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად მმართველი გუნდი, საზოგადოებაში დებატების ფორმატის დანერგვის სურვილს კიდევ ერთხელ გამოხატავს. მთავრობის მეთაური თვლის, რომ განსხვავებული მოსაზრებების მქონე სუბიექტებთან დიალოგი საზოგადოების ერთიანობას შეუწყობს ხელს. ქართული ოცნების ინიციატივა პროპაგანდის ნაწილი და ფარსია ოპონენტების ნაწილისთვის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტიისთვის მისაღებია მხოლოდ სატელიტ პარტიებთან დიალოგი, რათა აქტუალურ საკითხებზე, ქართული ოცნებისთვის საინტერესო გზავნილები განსხვავებული ფორმატებიდანაც გაჟღერდეს.