მთავრობა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას გეგმავს - Palitra News

მთავრობა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას გეგმავს

2026-02-06 19:49:38+04:00

მთავრობა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ ირკვევა პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან. ამის შესახებ bpn.ge წერს.

„სააქციო საზოგადოება - საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი“, - აღნიშნულია მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმაში.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს განვითარების ფონდი“ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წლიდან „საპარტნიორო ფონდის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. რეფორმირების შედეგად, 2023 წელს ფონდს „საქართველოს განვითარების ფონდი“ ეწოდა.