განათლების სამინისტროში თსუ-სა და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მინისტრ გივი მიქანაძეს ხვდებიან - Palitra News

განათლების სამინისტროში თსუ-სა და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მინისტრ გივი მიქანაძეს ხვდებიან

2026-02-06 18:21:58+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ხვდებიან.

მინისტრთან შეხვედრის მთავარი თემა ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების საკითხია.

მანამდე, მიმდინარე კვირაში, ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას შეხვდნენ.

სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტების რექტორებსა და განათლების მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.