„ძლიერი საქართველო - ლელოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ფასების შემცირება ვერ შეძლო - Palitra News

„ძლიერი საქართველო - ლელოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ფასების შემცირება ვერ შეძლო

2026-02-05 21:05:58+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ფასების შემცირება ვერ შეძლო. ოპოზიციურ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად სხვადასხვა კომისიებისა და ღონისძიებებისა, ფასები კვლავ იზრდება, რაც მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას ამძიმებს. ოპოზიციაში ინფლაციისა და სურსათზე ფასების ზრდის ოფიციალურ მონაცემებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ გაძვირდა სახელმწიფო სერვისებიც. მათივე შეფასებით, ხელისუფლება სოციალურ პრობლემებს ვერ უმკლავდება. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ფასების შემცირებისთვის ხელისუფლება და ბიზნესი ერთობლივად უნდა მოქმედებდნენ.