გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობა დღეს, გარდაბანში მდებარე ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოხდა. როგორც Ambebi.ge-ს წყარო უყვება, 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ, რის გამოც კონფლიქტი დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ამ დროს მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.