კონსტიტუციური წესრიგის დაცვის არგუმენტით შესაძლოა მთავრობამ ახალ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყოს - რას აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები - Palitra News

კონსტიტუციური წესრიგის დაცვის არგუმენტით შესაძლოა მთავრობამ ახალ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყოს - რას აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები

2026-02-05 15:32:01+04:00

კონსტიტუციური წესრიგის დაცვის არგუმენტით შესაძლოა მთავრობამ ახალ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყოს. უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობს და სხვებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს. იდეას იწონებს მთავრობის მეთაურიც. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ წესრიგისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, კანონის ჩარევა აუცილებელია. კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე და გამოხატვის თავისუფლება - ბალანსის დაცვა ოპოზიციას შეუძლებლად მიაჩნია, მმართველ გუნდი კი სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში, ინიციატივის განხორციელებისკენ იხრება. ოპონენტების აზრით, "ქართული ოცნების" მიზანია, განსხვავებულ პოზიციაზე მყოფთ, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ძალისმიერი მეთოდებით აღიარებინონ.