ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა - Palitra News

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა

2026-02-05 13:59:10+04:00

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, სოფელ ჩოლოქთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.