პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში იმ ადამიანებს,რომლებიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ შესაძლოა სისხლის სამრთლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერებულ ამ იდეას მთავრობის მეთაური დროულ ინიციატივად აფასებს და დასძენს, რომ სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება. ოპოზიციაში ფიქრობენ რომ მმართველი გუნდი ახალი რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას გეგმავს. მათი განცახდებით, ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ყველა იმ ადამიანის გაჩუმებას ცდილობს, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებას არალეგიტიმურ მმართველ ძალად მიიჩნევს. ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარების იძულება თუ კონტიტუციური წესრიგის დაცვა? ვინ რა მოტივს ხედავს ინიციატივის მიღმა?