ევროპული საბჭო შეთანხმდა იმ სამართლებრივ ჩარჩოზე, რომელიც უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას უზრუნველყოფს - Palitra News

ევროპული საბჭო შეთანხმდა იმ სამართლებრივ ჩარჩოზე, რომელიც უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას უზრუნველყოფს

2026-02-05 09:42:26+04:00

ევროპული საბჭო შეთანხმდა იმ სამართლებრივ ჩარჩოზე, რომელიც უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას უზრუნველყოფს.– ევროპული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო ახლა ევროპარლამენტთან სწრაფი შეთანხმების მიღწევას ცდილობს. საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი სესხი კიევს გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. გავრცელებული ცნობით, სესხი მიზანდ ისახაცვს უკრაინის საერთო ბიუჯეტისა და ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას.