ფინეთის პრეზიდენტი - უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ ცვლილებებს განიცდის - აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს იდეოლოგია, რომელიც ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება - Palitra News

ფინეთის პრეზიდენტი - უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ ცვლილებებს განიცდის - აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს იდეოლოგია, რომელიც ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება

2026-02-04 16:55:35+04:00

უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ ცვლილებებს განიცდის, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

„მოკავშირეების მიმართ მისი მიდგომა იცვლება. ასევე, მის მიერ საგარეო პოლიტიკის წარმოების მეთოდები იცვლება“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, ცვლილებების მიუხედავად, აშშ კვლავ „მნიშვნელოვან მოკავშირედ“ რჩება, თუმცა მისი მოქმედება ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს იდეოლოგია, რომელიც ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.